ყველა გენიალური იდეა მარტივად გამოიყურება და მარტივადვე მტკიცდება, მაგრამ მისი და მისივე მარტივი მტკიცების მიგნება არც ისე ადვილია, არამედ მეორე უკიდურესობაში ვარდება, ე.ი. რთულია. ამაში გამოიხატება გენიალური იდეის გენიალურობა. ეს ასე რომ არ იყოს, მას და მისივე მტკიცებას, გენიოსების გარდა, სხვებიც მიაგნებდა.
ლეგენდარული, საუკუნის ჰიპოთეზად წოდებული abc ჰიპოთეზის იაპონური, შინიჩი მოჩიზუკისეული მტკიცება ჯერ კიდევ აღიარებას უცდის. მისი ნაშრომი 500 გვერდისაგან შედგება და წარმოადგენს ურთულეს უნივერსალურ მათემატიკას ტეიხმიულერის სივრცეში, რომლის განსახილველად მსოფლიო მათემატიკოსთა საზოგადოება დღეს-დღეობით მზად არ არის.
ამ ფონზე, ბოლოსდაბოლოს ვა-ბანკი: ჩემი თეორიიდან გამომდინარე, მე გავბედავ და ვაცხადებ იმას, რომ არსებობს abc ჰიპოთეზის განზოგადება და ამასთან არსებობს მისივე ელემენტარული მტკიცებაც, მაგრამ ეს ჯერ ჰიპოთეზაა, რადგან მისი მტკიცება გამოქვეყნებას და აღიარებას მოითხოვს. მისი გამოქვეყნება მე ჯერ-ჯერობით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ის ჯერ ხარვეზებისაგან არარის დაზღვეული.
კარგი იქნებოდა, ერთობლივად შეგვეტია ამ მიმართულებით. ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო”.
თუ abc ჰიპოთეზა დამტკიცდა, მაშინ ერთდროულად არანაკლებ 20-ამდე ურთულესი პრობლემა გადაწყვეტილად ჩაითვლება, როგორც შედეგი, ხოლო თუ ჩემი ნავარაუდევი მისი განზოგადება დამტკიცდა, მაშინ ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.
ასეთი მაშტაბური შედეგი მეცნიერებაში დღემდე არცერთ მიღწევას არ ჰქონია. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ ყველაფერი ერთ სიტყვა ,,თუზეა” დამოკიდებული.