შაბათი, 20.04.2024, 05:53მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

მათემატიკის კვლევითი ინტერნეტ-ცენტრი
05.04.2013, 15:37
       მათემატიკის  კვლევითი  ინტერნეტ-ცენტრი  მუშაობს

       მოდით,  საფუძველი  ჩავუყაროთ  მათემატიკის  კვლევით  ინტერნეტ-ცენტრს,  სადაც  სულ  მალე  გაწევრიანდებიან  მსოფლიოს  ყველა  ქვეყნის  მათემატიკოსები.  გაწევრიანების  უფლება  აქვს  ყველა  მსურველს.  ჩვენი  ერთობის  ძირითადი  საქმიანობა  იქნება  მათემატიკური  პრობლემების  გადაწყვეტა.  

       განვიხილოთ  ცენტრის  მუშაობის  პრინციპი.  როგორც  ხედავთ,  ამ  ვებსაიტში  განთავსებულია  რამოდენიმე  ორიგინალური  ნაშრომი,  რომელთა  შორის  რამოდენიმე  საპრიზოა.  ინტერნეტ-ცენტრში  ავტომატურად  გაწევრიანებულად  ჩაითვლება  ყველა  ის,  ვინც  რაიმეს  გააკეთებს  ცენტრისთვის,  კერძოდ:  ამ  ვებსაიტში  განთავსებულ  რომელიმე  ნაშრომში  აღმოაჩენს  ხარვეზს  ან  აღმოფხვრის  მას  ან  ამ  ვებსაიტში  განათავსებს  თავის  ნაშრომს  ან  იდეას  ან  რაიმე  მნიშვნელოვან  სიახლეს  ან  კიდევ  გააკეთებს  მნიშვნელოვან  კომენტარს.

        ინფორმაციის  გაცვლა-გამოცვლა  ჯერჯერობით  იქნება  ამ  ვებსაიტის  საშუალებით.  ვებსაიტის  კომენტარების  ველში  ყველას  შეუძლია  განათავსოს  ყოველგვარი  საჭირო  ინფორმაცია,  კერძოდ:  იდეები,  სიახლეები,  კომენტარები,  შესწორებები  და  მრავალი  სხვა  საინტერესო  საკითხები.

        ჩვენ  გაკეთებულით  არ  დავკმაყოფილდებით,  რამოდენიმე  მიმართულებით  ახალ-ახალ  თემებზე  ვიმუშავებთ.  ცენტრის  წევრები  დამოუკიდებლადაც  იმუშავებენ,  თავიანთ  არჩეულ  თემებზე,  მაგრამ  მუშაობის  დროს  წამოჭრილ  მისთვის  გადაუჭრელ  პრობლემებს  აცნობენ  სხვა  წევრებს,  რათა  ყველა  ერთად  გადაერთოს  დახმარების  რეჟიმში  და  ერთობლივად  გადაწყვიტონ  პრობლემა.

       ამ  პრინციპით  მათემატიკის  კვლევითი  ინტერნეტ-ცენტრის  წევრები  ერთმანეთს  შეავსებენ,  რადგან  იმუშავებს  პრინციპი  ,,ძალა  ერთობაშია”.

       რაც  შეეხება  ამ  საქმიანობის  სარგებელს,  ის  იმაში  მდგომარეობს,  რომ  ყველა  ვინც  ახალ  აღმოჩენას  გააკეთებს  ან  კიდევ  სხვის  აღმოჩენაში  ხარვეზს  აღმოფხვრის  ან  კიდევ  მონაწილეობას  მიიღებს  ერთობლივ  მუშაობაში  მიიღებს  საავტორო  უფლებას  და  პრემიას,  მიუხედავად  იმისა,  მის  ნაშრომს  სხვა  შეასწორებს,  თუ  ის  შეასწორებს  სხვის  ნაშრომს,  ამ  პრინციპით  არავის  არ  ეკარგება  თავისი  წვლილი.

       ეს  პრინციპი  არ  მუშაობს  მსოფლიო  მათემატიკოსთა  საზოგადოებაში,  რის  გამოც  გრეგორი  პერელმანმა  პუანკარეს  ჰიპოთეზის  დამტკიცებაზე  დაწესებულ  ჯილდოზე  $1000000  დოლარზე  უარი  განაცხადა.  მიზეზად  განაცხადა  ის,  რომ  შედეგი  მარტო  მას  არ  ეკუთვნოდა,  განაცხადა  რომ  პუანკარეს  ჰიპოთეზის  დამტკიცებისას  მან  გამოიყენა  სხვა  მათემატიკოსების  მნიშვნელოვანი  მიღწევებიც,  რომელთაც  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  ჰქონდა  შედეგის  მისაღებად.  ამიტომ  მან  მოითხოვა  მსოფლიო  მათემატიკოსთა  საზოგადოებაში  საავტორო  უფლების  და  პრემიების  განაწილების  გადახედვა  და  ახალი  შესწორებული  ვარიანტის  შემოღება,  მაგრამ  მისი  იდეა  არ  დააკმაყოფილეს.  ამიტომ  მან  ფილდცის  სახელობის  პრემიაზე  (ნობელის  პრემიის  ანალოგი)  უარი  განაცხადა.

        პერელმანმა  პუანკარეს  ჰიპოთეზა  გადაწყვიტა,  მაგრამ  პრემიის  განაწილების  პრობლემა  ვერ  მოაგვარა,  მე  კი  მგონი  გამოსავალს  მივაგენი,  რაც  შემდეგში  მდგომარეობს:  როცა  მთელ  სამყაროს  ვეღარ  ცვლი  კაცობრიობის  საკეთილდღეოდ,  მაშინ  შენი  საკუთარი  სამყარო  უნდა  შექმნა,  რომელიც  მგონი  უფრო  ადვილია  და  ის  პირველი  საჩვენებელი  მაგალითი  იქნება  მსოფლიოსათვის  ექსპერიმენტის  სახით,  რომელსაც  მოყვება  საოცარი  შედეგები,  რადგან  ეს  პრინციპი  მეტად  გააერთიანებს  მსოფლიოს  გენიალურ  ტვინებს  და  ამით  მეცნიერების  განვითარების  სიჩქარე  გაცდება  ზედა  ზღვარს.

       ჩვენი  ახალი  სამყარო  იქნება,  ჩვენ  მიერ  შექმნილი  მათემატიკის  კვლევითი  ინტერნეტ-ცენტრი,  საკუთარი  საცნობო  ნიშნით,  ვებსაიტით,    წევრებით  და  რაც  მთავარია  მათ  მიერ  შექმნილი  თეორიებით.

       დროებით  გამოვიყენებთ  ჩვენ  ამ  ვებსაიტს.  შემდგომში  ერთობლივად  გადავწყვიტავთ  თუ  როგორი  უნდა  იყოს  ის  და  ურთიერთშეთანხმებით  შევქმნით  უფრო  მაგარ  ვებსაიტს.  

        ვებსაიტი  უნდა  იყოს  მრავალენოვანი,  რადგან  მსოფლიოს  მოსახლეობის  რაოდენობა  საქართველოს  მოსახლეობის  რაოდენობაზე  2000-ჯერ  მეტია  და  ამიტომ  ჩვენი  ვებსაიტის  მკითხველთა  რაოდენობა  2000-ჯერ  გაიზრდება.  კიდევ  ბევრი  რამ  არის  გასათვალისწინებელი,  რაც  ჩვენ  ერთად  გადავწყვიტოთ.

        ჩვენი  ვებსაიტი  მეცნიერების  დარგში  უნდა  გახდეს  საუკეთესოდ  წაკითხვადი,  ჩვენ  სულ  მალე  უნდა  დავიპყროთ  მათემატიკის  დარგში  მსოფლიო  სივრცე.  ჩვენთან  უნდა  გაერთიანდნენ  მსოფლიოს  ყველა  ქვეყნის  წარმომადგენლები  და  ჩვენ  სულ  მალე  ანგარიში  უნდა  გაგვიწიონ  ყველა  სხვა  სამეცნიერო  ცენტრებმა,  როგორც  მკვლევართა  საზოგადოებას.  სულ  მალე  ჩვენ  დაგვიკავშირდებიან  ისეთი  რეიტინგული  უნივერსიტეტები,  როგორიცაა:  ჰარვარდის  უნივერსიტეტი,  იელის  უნივერსიტეტი,  პრინსტონის  უნივერსიტეტი,  ოქსფორდის  უნივერსიტეტი,  კემბრიჯის  უნივერსიტეტი,  ტოკიოს  უნივერსიტეტი,  კიოტოს  უნივერსიტეტი  და  მრავალი  სხვა.

       ამ  დიდ  საქმეში  მოსაყოლს  რა  გამოლევს,  მაგრამ  მოდით  ახლა  დროებით  შევკუმშოთ  თხრობა  და  გადავიდეთ    შინაარსობრივ  საქმიანობაში.  ორგანიზაციული  საკითხების  პარალელურად  ჩვენ  კვლევა-ძიება  უნდა  გავაგრძელოთ,  რადგან  მათემატიკურ  პრობლემებზე  მუშაობა  ეს  არის  მსოფლიო  მაშტაბით  საერთაშორისო  შეჯიბრი  და  ამიტომ  აქ  დროს  დიდი  მნიშვნელობა  აქვს.

      მე  ამჟამად  ვმუშაობ  ყველაზე  პოპულარულ  პრობლემაზე  და  თუ  მე  შევძელი  ამ  პრობლემის  გადაწყვეტა,  მაშინ  ეს  იქნება  ყველაზე  დიდი  გარღვევა  მსოფლიო  მათემატიკის  ისტორიაში  და  მისი  გამოყენებით  ათობით  პრობლემებს  პასუხი  გაეცემა.  ასეთი  მაშტაბური  შედეგი  მათემატიკის    ისტორიაში  არცერთ  მეცნიერულ  მიღწევას  არ  ჰქონია.  მე  ამ  პრობლემის  რეალური  გზა  ნაპოვნი  მაქვს,  მაგრამ  ამ  გზის  გასავლელად  მე  მჭირდება  სხვადასხვა  თეორიები,  რომლებიც  ყველა  ერთად  ჩემ  ერთ  ტვინში  უნდა  ჩავალაგო,  მაშინ  როდესაც  ეს  თეორიები  სხვადასხვა  ტვინებშია  განთავსებული,  ამიტომ  ამ  პრობლემის  გადაწყვეტის  უმოკლესი  გზა  ამ  ტვინების  ერთობლივი  მუშაობაა,  რასაც  დარწმუნებული  ვარ  სულ  მალე  უზარმაზარი  შედეგი  მოყვება,  რომელიც  არამარტო  ჩვენ,  არამედ  მთელ  მსოფლიოს  ეყოფა.

      გიწვევთ  სათანამშრომლოდ.

      ველი  პასუხს.

                         ემზარ  პაპავა                                                                                                   

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 1080 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები