პარასკევი, 29.03.2024, 15:56მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

ინფორმაცია
29.12.2012, 22:26

      მოგახსენებთ  რომ,  დიდი  მოცულობის  ტექნიკური  ტექსტის  რედაქტირება,  თარგმნა  და  ინტერნეტში  განთავსება  ჩემთვის  პრობლემაა,  რადგან  ის  შრომატევადიც  არის  და  ძვირადღირებულიც.

       იმ  გზამ,  რომელიც  მე  თავიდან  ავირჩიე,  მოკლე  მიმოხილვების  განთავსება  ამ  ვებ-გვერდზე,  როგორც  ვხედავთ,  ჯერჯერობით  შედეგი  არ  გამოიღო,  ე. ი.  ჩემი  გასვლის  სტრატეგიამ  არ  გაამართლა.  ახლა  არ  ვიცი  საიდან  დავიწყო.  შეიძლება  ის  რაც  ჩემთვის  ყველაფერია,  სხვისთვის  არაფერია.  მეგონა,  ინფორმაციის  ქარიშხალი  გადაუვლიდა  მთელ  მსოფლიოს,  ამ  იმფორმაციის  მიწოდებით.  მეგონა,  ყველა  საინფორმაციო  წყარო  დაკავდებოდა  ამ  საკითხით.  

      აღიარებას  და  დანახვას  ხომ  გენიოსის  თითქმის  კონგენიალური  ნიჭი  უნდა,  გენიოსს  თითქმის  გატოლებული  კონგენიალურობა.

       თითქმის  ნახევარი  საუკუნე  შევწირე  მათემატიკას,  ახლა  ასე  მგონია,  რომ  მიზანი  სიცოცხლეზე  მეტია,  ნეტავი  იქაც  თუ  არის  მათემატიკა.  

       ,,იჩქარე  თორემ  შენს  სიცოცხლეს  სიკვდილის  მგელი  ისე  დაგიფლეთს,  როგორც  ქარი  მაისის  კოკორს!” _ მე-12  საუკუნიდან  გადმომძახებს  ხოლმე  ომარ  ხაიამი.

       ჩემი  უამრავი  ლექსებიდან  ოცდაათიღაა  ამ  ვებ-გვერდზე  განთავსებული,  ერთს  კიდევ  დავამატებ,  როგორც  საახალწლო  ხუმრობას: 

                თქვენ  ხართ  სულ  ყველგან  გამოჩენილი,

                მე  ვარ  სულ  ყველგან  გამორჩენილი,

                ვარ  გენიოსი,  ღვთივ  გაჩენილი,

                დედამიწაზე  მე  მოვლენილი.


       სიკეთე  და  ბედნიერება  ყველას!

       ყველას  გილოცავთ  შობა  ახალ  წელს!


                                                  ემზარ  პაპავა




კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 941 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები