მე ხომ გამრიცხეთ ცოდნის ტაძრიდან და დამაყენეთ მარტოკა ქვეყნად, მას შემდეგ მე ვარ განდეგილივით, როგორცა ბერი გამოქვაბულში.
მე თქვენს სამყაროს ვეღარა შევცვლი, მაგრამ ავაგე ჩემი ტაძარი, ნამდვილ ფორმულებს მე აქა ვჭედავ, თქვენ კი გგონიათ მას ვეღარ ვხედავ.
აღიარებას და ჩემს დანახვას, თუ მოინდომებთ ოდესმე ხალხნო, გადმოდით ჩემსკენ, დამესადგურეთ, სტუმრებს მიგიღებთ, როგორცა ღვთისას.
ემზარ პაპავა
საგანძურია ეს ყველაფერი, ნუ დამიკარგავთ, თქვენი არცოდნით, თქვენ თუ ვერ ხედავთ, მსოფლიოს ამცნეთ, რომ აღიარონ მისი დიდება.
ემზარ პაპავა
|