შაბათი, 20.04.2024, 13:32მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

$1000 000 დოლარიანი პაპავას ჰიპოთეზა
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (0.7 Kb) ] 21.07.2013, 09:24

            ამერიკელმა მილიარდელმა ბანკირმა ბატონმა ენდრიუ ბილიმ მის ჰიპოთეზაზე მის მიერ დაწესებული ჯილდო $100 000 გაზარდა $1000 000 დოლარამდე.

      მას შემდეგ ჩემი ჰიპოთეზაც, ეგრეთწოდებული პაპავას ჰიპოთეზა, ავტომატურად გახდა $1000 000 დოლარიანი, რადგან ბილის ჰიპოთეზა არის პაპავას ჰიპოთეზის შედეგი.

      ასევე abc ჰიპოთეზაც გახდა $1000 000 დოლარიანი, რადგან ბილის ჰიპოთეზა მისი შედეგიცაა.

      ბილის ჰიპოთეზის კომიტეტის თავმჯდომარეს პროფესორ დანიელ მოლდინს მე ელ-ფოსტით გავუგზავნე ჩემი ვებ-საიტის მისამართი, სადაც როგორც ხედავთ განთავსებულია მთელი რიგი პრობლემების სერია, ამასთან ბილის ჰიპოთეზაც და აგრეთვე სენსაციური საახალწლო განცხადებაც, კერძოდ: "$1000 000 000 დოლარი იმას, ვინც კონტრმაგალითს მოუძებნის პაპავას ჰიპოთეზას 2013 წლის 15 იანვრამდე". სავარაუდოა რომ ამ განცხადებამ მიზანს მოარტყა, მაგრამ $1000 000 000 დოლარი რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც 1000-ჯერ აღემატება $1000 000 დოლარს. 

      აქამდე რეკორდული მაჩვენებელი იყო ინტერნეტ მაგნატის ბატონი იური მილნერის მიერ დაწესებული ჯილდო $27 000 000  დოლარი ფუნდამენტური ფიზიკის თეორიაზე, რაც ცხრა მეცნიერმა გაიყო ერთობლივი მუშაობის შედეგით.

       ასე რომ მთელი მსოფლიოს მათემატიკოსების ყურადღება ახლა მიპყრობილია ბილის ჰიპოთეზის, პაპავას ჰიპოთეზისა და abc ჰიპოთეზის მიმართ, რომლებიც ბატონი ენდრიუ ბილის წყალობით გახდნენ სათითაოდ $1000 000 დოლარიანი.

       1981 წელს ჩემი ყურადღება მიიქცია ფერმას დიდმა თეორემამ. 1994 წლამდე მასზე ვმუშაობდი. მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მათემატიკოსმა ენდრიუ უალსმა ეს პრობლემა გადაწყვიტა, 1997 წელს ენდრიუ ბილიმ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია, შემდეგი სათაურით: ფერმას უკანასკნელი თეორემის განზოგადება, ბილის ჰიპოთეზა და საპრიზო პრობლემა. მე მაშინათვე გადავერთე ამ მიმართულებით, რადგან ბილის ჰიპოთეზა იყო ფერმას უკანასკნელი თეორემის განზოგადება. მაშინ ჰიპოთეზაზე ბილის დაწესებული ჰქონდა ჯილდო შემდეგი წესით: $5000 დოლარი საწყისი თანხა _ პირველ წელს ბილის ჰიპოთეზის დამტკიცებაზე ან კონტრმაგალითზე. ბილის პირობის თანახმად ჯილდო ყოველი მომდევნო წელი, 10 წლის განმავლობაში, არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა $5000 დოლარით. 10 წლის შემდეგ, როცა ჯილდომ მაქსიმუმს    $50 000 დოლარს მიაღწია, პირობის თანახმად ზრდა შეწყვიტა, მაგრამ ბილის ჰიპოთეზა ისევ მედგრად იდგა და $50 000 დოლარად აღარ ნებდებოდა. 

       ამის შემდეგ ბილიმ ჯილდო 2-ჯერ გაზარდა, ე.ი. გახადა $100 000 დოლარი, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს.

       ახლა 2013 წელს, როცა იაპონიიდან შინიჩი მოტიძუკი უტევს abc ჰიპოთეზას და საქართველოდან ემზარ პაპავა უტევს მისივე ეგრეთწოდებულ პაპავას ჰიპოთეზას, რომლებიდანაც გამომდინარეობს ბილის ჰიპოთეზა და მსოფლიოს მათემატიკოსების ყურადღება მიპყრობილია ამ მიმართულებით, ამ ფონზე ენდრიუ ბილიმ მისი ჰიპოთეზაზე ჯილდო ამჯერად გაზარდა 10-ჯერ და ასე გახდა ის $1000 000 დოლარი.

     ასე რომ, ფერმას უკანასკნელი თეორემის მსგავსად, ბილის ჰიპითეზა, პაპავას ჰიპოთეზა და abc ჰიპოთეზა ექცევა მსოფლიოს მათემატიკოსთა ყურადღების ცენტრში და ხდება უფრო მეტად პოპულარული, ვიდრე ოდესმე, რაც ენდრიუ ბილის დამსახურებაა, რაზედაც უღრმესი მადლობა მას, ასეთი კარგი საქმის კეთებისათვის.

     ჩემთვის გაუგებარია, ასეთ საინტერესო მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, თუ რატომ არ ღებულობს მონაწილეობას საქართველოს არცერთი მათემატიკოსი, ჩემს გარდა, არადა მათემატიკის პროფესორებით სავსეა საქართველო.

      ჩემი ნაშრომები ეხება ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც განთავსებულია ამავე ვებ-საიტზე, მაგრამ ისინი რატომღაც კომენტარების სინაკლებეს განიცდის. ამჯერად მაინც მისცემენ კომენტარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ალბათ მზად არ არიან იმისათვის, რომ განიხილონ და აღიარონ ჩემი ნაშრომის ჭეშმარიტება.

     ამ კუთხით უარეს დღეშია შინიჩი მოტიძუკის 500-გვერდიანი ნაშრომი abc ჰიპოთეზის მტკიცება, რომელიც თითქმის ერთი წელია უცდის აღიარებას, მაგრამ ამაოდ, რადგან მსოფლიოს მათემატიკოსთა საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ განიხილოს და აღიაროს ეს ნაშრომი.

     ასე რომ, იმედი მაქვს ამჯერად მაინც დაინტერესდებიან საქართველოს მათემატიკოსები ამ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებით, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში, ისე სიმართლე რომ ვთქვათ 1000 000 დოლარიც არ გვაწყენდა არავის, საკმაოდ სოლიდური თანხაა.

პაპავას ჰიპოთეზის კონტრ-მაგალითი:

271³+2³73³3^5=919³.

      პაპავას ჰიპოთეზის რამოდენიმე შესწორებული ვარიანტი შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებ-საიტზე.

     ასე რომ გისურვებთ წარმატებებს!

     ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

     ველი კომენტარებს.

     ემზარ პაპავა

 

 

     

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 1048 | რამოტვირთვები: 55 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები