პარასკევი, 26.04.2024, 02:09მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
პოეზია [3]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » პოეზია » პოეზია

უთხრე
08.09.2014, 08:05

      პარალელური სამყაროს ერთი ამბავი.

უთხრე

        პარალელურ სამყაროში, ომის შემდეგ, ერთი პატარა ბიჭი უსახლკაროდ და უპატრონოდ დარჩა. ეს პატარა ბიჭი დიდი ხანი მაწანწალობდა და მათხოვრობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებმა  ამავე შენობის სარდაფში პატარა ბიჭს საჩუქრად ფართი მისცეს, რაც პატარა ბიჭს ძალიან გაუხარდა. სარდაფის სიმაღლე იმდენად დაბალი იყო, რომ მოზრდილებს მოხრის გარეშე ვერ შეესვლებოდა, ხოლო პატარა ბიჭი თავისუფლად ცხოვრობდა ამ სარდაფში და ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ წუხდა იმის გამო, რომ მოზრდილი სტუმარი თავს უხრიდა მასპინძელს ამ დაბალ ბინაში. პატარა ბიჭი ფიქრობდა, რომ ომის გამჩაღებელმა მოზრდილებმა ჩაიდინეს მის წინაშე დანაშაული და ამიტომ ღმერთმა ყველა მოზრდილს დაავალა ასე მოეხარა თავი მის წინაშე, სანამ ის არ გაიზრდებოდა. პატარა ბიჭი მის ზრდას არ დაელოდა და მის ბინაში მიწის თხრა დაიწყო და ბინა დაამაღლა ნორმამდე, რათა სასჯელი მოეხსნა მოზრდილი სტუმრებისათვის. 

      ამის შემდეგ, პატარა ბიჭს მოფერებით უთხრე შეარქვეს. როცა უთხრე პირველი კლასის მოსწავლე გახდა, მაშინათვე მის სკოლას უთხრეს სკოლა დაარქვეს, სკოლის დირექტორს_უთხრეს დირექტორი, მასწავლებლებს_უთხრეს მასწავლებლები და ასე შემდეგ.

      უთხრემ სკოლა და შემდეგ უნივერსიტეტიც წარჩინებით დაამთავრა და პრეზიდენტიც გახდა. მის ქვეყანას უთხრეს ქვეყანა დაარქვეს, ხოლო პარალელურ სამყაროს, რომელშიც ის ცხოვრობდა, უთხრეს პარალელური სამყარო დაარქვეს.

      ახლა უთხრე, უთხრეს პარალელურ სამყაროში, უთხრეს ქვეყნის პრეზიდენტია, ამასთან იგი უთხრეს პარალელური სამყაროს პრემიის ლაურეატიცაა მშვიდობის დარგში.

                            ემზარ პაპავა  

 

 

 

კატეგორია: პოეზია | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 979 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ბორბოლია კოჩი  
0
ბუძგურიაქი ქუგმაჩანუ

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები