შესავალი
ჩემი სახელი და ჩემი გვარი,
ესა ხომ ჩემი ლექსები არი,
მაგრამა ჩემი ლექსების დარი,
ქვეყნად მე მგონი არაფერ არი.
ყვავილთ მეფე ვარდია,
დედოფალი _ შროშანი,
ამ სიტყვების ავტორი _
უდიდესი მგოსანი.
მიყვარს ცურვა ზღვაში,
დედამიწის გული,
აღმაფრენა ცაში,
ზეციური სული.
ოკეანის ფსკერი,
მწვერვალები მთისა,
მონატრება არი
გულისა და ცისა.
ემზარ პაპავა
პეიზაჟი მთიდან
მაღლა ციდან გადაჰყურებს მთელ ქვეყანას მზე,
საცაა და იწურება დღევანდელი დღე,
მთის მწვერვალებს ეფარება ეს ბრდღვიალა მზე,
ნახატები მოხატულა ცისა ტილოზე.
შორი-ახლო გაფენილა მზის სხივებით ზღვა,
ანარეკლი ამ სხივებით, იხატება ცა,
ზედაპირი ცის და ზღვისა შორს მთავრდება რა,
ორწახნაგა კუთხესა ქმნის და მათ შორის მთა.
საღამოსა ეს სურათი, იშლება ღამე,
მზის სანაცვლოდ გამოჩნდება ბრდღვიალა მთვარე,
ვარსკვლავებით იფინება ცის ზედა არე,
მთვარის შუქზე მაინც ბრწყინავს ეს ზღვისა მხარე.
როგორც ვიცით, ღმერთმა მოგვცა ბუნებრივი დღე და ღამე,
მის შემმკობი საოცარი ეს ბრდღვიალა მზე და მთვარე,
ამასთანვე ჩვენთვის არი ეს ზღაპრული მთა და ბარი,
ყველაფერი ჩვენი არი: ოკეანე, ზღვა და ბარი.
ემზარ პაპავა
აფხაზეთის მონატრება
მე მახსენდება ღვინოთი,
ბზის ჯამი აფხაზურია,
ერთობის მაჩვენებელი,
პალმებით მოხატულია.
მე მახსენდება სიტყვები,
ლამაზად გამოთქმულია,
როცა ვიყავით სუფრასთან
ღვინოთი გადაკრულია.
მე მახსენდება თაკარა,
ზაფხული აფხაზურია,
ყველამ იცოდეთ, არ მინდა,
მის გარდა სხვა ზაფხულია.
ემზარ პაპავა
ჩვენი მხარე
შავო ზღვისაო არეო,
ღამე განათებს მთვარეო,
ჩემო ლამაზო მხარეო,
მე მოვალ შენთან მალეო.
ნუ გავიწყდება იცოდე,
რომ შენ ხარ ჩვენი მხარეო,
ვერ მოგშორდება ვერასდროს,
ჩვენი მზე, ჩვენი მთვარეო.
ემზარ პაპავა
აფხაზეთო, გეყო, კმარა
არ მაქვს ფული და მანქანა,
არც მყავს ცოლი და ბაღანა,
მე მოვითმენ კიდევ მარა,
აფხაზეთო, გეყო, კმარა.
სანამ გვახსოვს ჩვენი შარა,
გალი, ტკვარჩელი, ომარიშარა,
ოჩამჩირე, დრანდა, მაჭარა,
გულირიფში, წებელდა, აჟარა,
სოხუმი, გუდაუთა, აჩადარა,
ბიჭვინთა, გაგრა, ავადხარა,
ათონი და რიწის შარა,
აფხაზეთო, გეყო, კმარა.
ემზარ პაპავა
სამაჩაბლო და აფხაზეთი
დავიბრუნოთ სამაჩაბლო
და ზღაპრული აფხაზეთი;
სანამ გვახსოვს იქაური
სოფლები და ქალაქები;
სანამ სახელს არ დაკარგავს
იქაური ჩვენი მთები;
სანამ გვახსოვს სახლებისკენ
მისასვლელი ჩვენი გზები;
სანამ ახსოვთ იქაურთა
მეზობლური ჩვენი ხმები;
სანამ სრულად გაგვიყიდეს
ეს ზღაპრული აფხაზეთი.
ემზარ პაპავა
ღობე-კარი
მამაშენის, ბაბუაშენის,...
დღეს იქ არი ნასახლარი;
შენი ეზოს ღობე-კარი
ნეტავ დღესაც იქვე არი?
და თუ არი, როგორ არი?
წაქცეული თუ დამდგარი?
სანამ გახსოვს ეს საზღვარი,
მანამ იყავ იქ ჩამდგარი.
ემზარ პაპავა
ჩვენი წესებიანი
მორჩა უკვე ჩვენ გვეყოფა
სხვის დროშის ქვეშ ტრიალი,
ჩვენ ქვეყანას მოუხდება
ჩვენი დროშის ფრიალი.
სხვის წესების თავს მოხვევა
ჩვენთვის არის ზიანი,
ამფიბია ხომ არა ვართ
მრავალ წესებიანი.
ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ხალხი
ჩვენი წესებიანი,
ღმერთმა ასე გააჩინა
ქართველ ადამიანი.
ემზარ პაპავა
ჩვენი გზა
არ დავუთმობთ საქართველოს
არც რუსეთს და არცა სხვასა,
ჩვენ არ გვინდა მათი გზებიც,
ჩვენ ავირჩევთ ჩვენსა გზასა.
ცუდ-კარგობა მსოფლიოში
ყველგან ნიშნავს სხვადასხვასა,
ამიტომა, რა სჯობია,
ჩვენთვის ჩვენსა არჩევანსა?!
ემზარ პაპავა
,,ერთიანი”
საქართველოს მომავალი
უნდა იყოს ნათელი,
საძირკველად გამოდგება
ჩვენი ძველი სახელი.
ხალხნო, მუდამ ერთად ვიყოთ,
სულ ყოველთვის ქართველი,
არასოდეს არ იქნება
საქართველო სხვა ფერი.
ვაჟკაცი და უშიშარი,
მედგარი და გამბედავი,
ხალხნო, ერთად დავიქუხოთ:
ეს სახელი ჩვენი არი!
საქართველო თუ ჩვენ გვინდა
ძლიერი და ერთიანი,
ამისათვის ყველამ ერთად
შემოვხაზოთ ,,ერთიანი”.
ემზარ პაპავა
მზე
ცაზე არ არის მთვარე,
არც მოკაშკაშე რამე,
წყვდიადი არის ღამე,
მაგრამ თენდება მალე.
გათენებისას ხვალე,
მზე გამოჩნდება ცაზე
და ჩვენ გვექნება მალე
გაბრწყინებული მხარე.
ემზარ პაპავა
გიყვარს საქართველო ნიშნავს:
გიყვარს მისი ცა და მიწა
და მისივე მთა და ბარი;
გიყვარს მისი ერები
და მათივე ენები;
გიყვარს მათი ყველა რწმენა,
ადათი და წესები;
რადგან არის ეს ნიშნები
საქართველოს ფესვები.
ემზარ პაპავა
გაუმარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს ერთიანს და ძლიერს,
ქართველობას გაუმარჯოს ბარელსა და მთიელს,
ხმა არ მივცეთ პრეზიდენტსა ყოფილ გადამთიელს,
პრეზიდენტსა გაუმარჯოს, სულით ამქვეყნიერს!
ემზარ პაპავა
დაბრუნება
ჩვენ დავბრუნდებით ყვავილებით მოფენილი მთიდან!
ჩვენ დავბრუნდებით ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან!
ჩვენ დავბრუნდებით მარგალიტით ავსებული ზღვიდან!
ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში ყოველივე მხრიდან!
ემზარ პაპავა
თავისუფლება
ნება რომ იყოს ჩვენია,
კარგად იქნება ერია,
ვემორჩილებით სხვის ნებას,
მიტომ არა ვართ მთელია.
ამით სარგებლობს მტერია
და ბჟუტავს ჩვენი კერია,
მხოლოდ ერთობა ჩვენია
იქნება ჩვენი მხსნელია.
ერთიანობის ხმის ძალი,
იქროლებს როგორც მთის ქარი,
ვერ შეგვაჩერებს მას შემდეგ
თავისუფლების ხის კარი.
თავისუფლება წინ არი,
ჩვენ გვსაზღვრავს მასთან ხის კარი,
ოღონდ შევძახოთ ჩვენ ერთად
და კარს შეაღებს ხმის ქარი.
თავისუფლება ჩვენშია,
არავითარი ხის კარი,
ერთიანობის ხმის ძალი,
მხოლოდ ის არი, ის არი.
თავისუფლება სულშია,
ის არის ჩვენი უფალი,
ვისაც სწამს ,,სული უფალი”,
ის არის თავისუფალი.
ემზარ პაპავა
საქართველო
საქართველო, საქართველო,
საოცნებო, სანატრელო,
დანგრეულო, აღსადგენო,
მარტო მინდა აგაშენო.
საქართველო, საქართველო,
ისტორიის გადამრჩენო,
შენთან მინდა გავაჭენო,
ცაც და მიწაც, საქართველო.
ისე მინდა აგაშენო,
აღარ მინდა გასამრჯელო,
მინდა ისევ აგამღერო,
ძველებური საქართველო.
დავითისა საქართველო,
თამარ მეფის საქართველო,
ეს ძირძველი საქართველო,
მინდა ისევ ავაშენო.
ლეგენდების საქართველო,
დრაქმის დროის საქართველო,
ის ზღაპრული საქართველო,
არის ჩვენი საქართველო.
ემზარ პაპავა
სამშობლო
არც სახლი მინდა, არც კარი,
არც შენი რამე სიმდიდრე,
ოღონდ შენ ჩემო სამშობლოვ,
იდიდე მარად, იდიდე!
ემზარ პაპავა
სამეგრელო უფრო მიყვარს
ქვეყნად ყველა კუთხე მომწონს,
ყველა კუთხის ხალხი მიყვარს,
მაგრამ უფრო ჩვენი კუთხე,
სამეგრელო უფრო მიყვარს.
ემზარ პაპავა
ამერიკა! ამერიკა!
ამერიგო ვესპუჩის ხარ,
ქრისტეფორე კოლუმბის ხარ,
ძმები მოლაშხიების ხარ,...
ამერიკა! ამერიკა!
ოკეანის გაღმელი ხარ,
მსოფლიოსა ნაკრები ხარ,
ყველა ქვეყნის მომგები ხარ,...
ამერიკა! ამერიკა!
ტალანტების ნაკრები ხარ,
მსოფლიოსა ნაგები ხარ,
შენ კარგების საშველი ხარ,...
ამერიკა! ამერიკა!
ჭირში მყოფთა მაშველი ხარ,
საქართველოს მფარველი ხარ,
დიდი დემოკრატელი ხარ,...
ამერიკა! ამერიკა!
ომებისა ჩამშლელი ხარ,
მშვიდობისა დამცველი ხარ,
პრობლემების ამხსნელი ხარ,...
ამერიკა! ამერიკა!
შენაერთი შტატები ხარ,
ყველა ერის სახელით ხარ,
გაგიმარჯოს, სულ კარგი ხარ,
ამერიკა! ამერიკა!
ემზარ პაპავა
აშშ
ვისკონსინი, ნიუ-ჰემპშირი, ალასკა,
ნიუ-იორკი, ორეგონი, ნებრასკა,
როდ-აილენდი, მიჩიგანი, ფლორიდა,
დასავლეთ ვირჯინია, ნიუ-მექსიკა.
ვერმონტი, კონექტიკუტი, აიოვა,
ვაშინგტონი, ნიუ-ჯერსი, ოკლაჰომა,
დელავერი, მერილენდი, მინესოტა,
კანზასი, ვაიომინგი, არიზონა.
არკანზასი, ჰავაი, სამხრეთ დაკოტა,
მისური, ტენესი, ჩრდილოეთ დაკოტა,
ტეხასი, იუტა, სამხრეთ კაროლინა,
მენი, კენტუკი, ჩრდილოეთ კაროლინა.
მისისიპი, კოლორადო, ალაბამა,
ოჰაიო, ილინოისი, ნევადა,
აიდაჰო, მონტანა, ლუიზიანა,
კალიფორნია, ჯორჯია, ინდიანა.
მასაჩუსეტსი, პენსილვანია, ვირჯინია,
ასე მეტ ვარე დო, იჯინია.
ემზარ პაპავა
თავისუფლება
თავისუფლება ღმერთმა გვიბოძა
და ამიტომაც ჩვენ ვართ მდიდარი,
ამ პოსტულატსა ვინც არ მიიღებს,
მას არ ექნება კარგი ფინალი.
თავისუფლება მუდამ იქნება,
ჩვენი ცხოვრების სახელმძღვანელო,
მუდამ გვაცხოვრე ამ პრინციპებით,
ო, ღმერთო ჩვენო, ჩვენო მფარველო!
თავისუფლება ყველას უხდება,
ყველას მოუტანს მისსა დიდებას,
ხოლო დიდება მას არ ექნება,
ვინც ემონება მუდამ სხვის ნებას.
თავისუფლება ეს ხომ ის არის,
რაც ჩვენ გვიბოძა ღმერთმა დიდებით,
არ გაიცვლება უფლისა ნება,
სხვა ყველაფრისა ერთად მიღებით.
ემზარ პაპავა
სამფლობელო
კავკასიის მთაგრეხილზე, არის კლდეთა გრაგნილი,
ოდითგანვე იქ ბინადრობს, ფრინველთ მეფე არწივი,
ზოგჯერ ისა მე მინახავს, ზღვიდან ცაში აჭრილი,
კლდიდან კლდემდე მონავარდე, ის არს ჩვენთან გაზრდილი.
მაგრამ მისი საბუდარი, მისი ბუდე ნამდვილი,
სულ პირველად ჩვენთან გაჩნდა, სალ კლდისაგან გათლილი,
კვერცხისაგან იჩეკება, ჯერ ფუმფულა არწივი,
ბარტყობიდან ის იზრდება, ფრინველთ მეფე ნამდვილი.
მაგრამ როცა ნადირთ მეფე, ლომი დარბის დაღლილი,
ის არწივსა ვერ ედრება, ის არ არის ნამდვილი,
რადგან მისი სამფლობელო, აღარ არის მარტივი,
რქადაგრეხილ, ფეხმაგარი, ჯიხვები ჰყავს გაქნილი.
თევზთა მეფედ ზვიგენი გვყავს, ოკეანის მახვილი,
ის გარემოს ისე მართავს, როგორც ზეცას არწივი,
ყვავილთ შორის ვარდი არის, მეფე როგორც სხვამხრივი,
სილამაზით აღჭურვილი, სურნელების გზავნილი.
ზეცას, ხმელეთს, ოკეანეს, როგორც ვხედავთ ჰყავს ქმნილი,
სილამაზეს გამოავლენს, ვარდობისთვე გათვლილი,
ახლა როცა თითქმის ყველას, პასუხი აქვს ადვილი,
ყველაფერსა ერთად მეფობს, ადამისა ხმა ტკბილი.
მისი ძალა ყველგან წვდება, ჩვენ გვაქვს მისი არქივი,
ადამიანს ვერ ედრება , არცერთ ძალთა ძალმწკრივი,
ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ხალხი, ჩვენებურად გაზრდილი,
სამფლობელოდ ჩვენ გვეკუთვნის, მთელი ქვეყნის ნაწილი.
ემზარ პაპავა
ნიჭი
ნიჭს ზენა მხოლოდ სესხადა გასცემს,
ხოლო საჩუქრად არვის ჰრგებია,
ამიტომ ვალსა, კარგის კეთებით,
გადახდა უნდა, ასე მსმენია.
ემზარ პაპავა
გაუმარჯოს, ქართველ ხალხს!!!
გამარჯობა, მოზღვავებულ, აღელვებულ ხალხს,
თქვენ მაგონებთ საქართველოს უძლეველსა ჯარს,
თქვენი ღელვა მე მაგონებს აღელვებულ ზღვას,
მოციმციმე ვარსკვლავებით, მოჭედილსა ცას,
მის ადგილზე მყარად მდგარსა, მოუდრეკელ მთას,
ბუნებრივად ამოვარდნილ ბობოქარსა ქარს.
საქართველოს გადარჩენა ევალება ხალხს,
ამ საქმესა ნუ ვენდობით ნურასოდეს სხვას,
საქართველო, ეს ჩვენა ვართ, ჩვენა ვადგენთ მას,
მისი მართვაც ჩვენ გვეკუთვნის, ისტორიულ ჟამს.
ჩვენ დავიცავთ საქართველოს, ყოველ წუთს და წამს,
დავიბრუნებთ ჩვენსა კუთვნილს, ჩვენს მიწას და წყალს,
საქართველოს მიწა-წყალი, ღმრთისმშობლისა არს,
მიწა-წყალი ჩვენთან ერთად, საქართველო არს.
ღმერთისაგან ნაბოძებსა როგორ მივცემთ სხვას?!
საქართველოს ყველა მტერსა მოვაშორებთ კარს!
დავიბრუნებთ ჩვენსა კუთვნილს, ჩვენს მიწას და წყალს!
ოღონდ აქა ნუ გვართმევენ აბჯარსა და ხმალს!
ემზარ პაპავა
მუზა ნათელი
მე რამდენჯერაც გამჭირვებია,
იმდენჯერ ლექსი დამიწერია
და სიყვარული როს მსტუმრებია,
მაშინაც ლექსი მე მიწერია.
მუზა ლექსების, მე ხომ მსმენია,
წუთისოფლისა რჩეულთ ხვედრია,
ის მე სტუმრადა მაშინ მწვევია,
როცა სულს და გულს გაღვიძებია.
ურიცხვი ლექსის კორიანტელი,
ბევრჯერ ჩემს სულსა ირგვლივ ხვევია
და არცერთხელაც მუზა ნათელი
დაბნელებული არ დამრჩენია.
ოდიდგან ვიცით ჭეშმარიტება:
ქრისტეს ნათელი თავს ახვევია,
მე კი მოლექსეს, ღვთივ გაჩენილსა,
მუზა ნათელი სულს მახვევია.
ემზარ პაპავა
სტუმარი ღვთისა
ჩემს გაჭრილ ბილიკს პოეზიაში
ვინმე გაივლის ადრე თუ გვიან,
ქარაფებიდან რომ გადახედავს,
იგრძნობს, ლექსები მის სულში ზიან.
მე ჩემი მუზა როცა მიმაფრენს,
პოეზიაში სუფევს სურნელი,
რადგან მუზაზე ამხედრებულსა,
მე თან მომყვება სულის სურნელი.
მე ჩემი მუზა როცა მიმაფრენს,
პოეზიაში კარი ჭრიალებს,
რათა მიიღონ სტუმარი ღვთისა,
რომლის მუზაზე ლექსიც ფრიალებს.
ემზარ პაპავა
ვეღარ გტოვებ
ვეღარ გტოვებ და ამიტომ კიდევა გიძღვნი ამ ლექსს:
შენ პირველად ვინ დაგხატა და ვინ დაასწრო მხატვრებს?!
ანდა კარგო ვინ გადარებს სიყვარულისა ქალღმერთს?!
ანდა კიდევ ვინ გეძახის საუკეთესო სახელს?!
ვის ახსოვხარ დღე და ღამე და ვინ გიხარჯავს წამებს?!
ვინა გხედავს შენ სიზმარში და ვინა ათევს ღამეს?!
ან ვინ გიძღვნის ლექსებს კარგო შენ სიყვარულზე ამდენს?!
ან ვინ უძლებს ამდენ ლოდინს და თან ამდენსა ტანჯვებს?!
ან ვინ გიგებს ოცნებაში სიყვარულის დიდ ტაძრებს?!
ან რითმებში ვინა აქსოვს სიყვარულისა აზრებს?!
ან ვინა ხსნის პრობლემებსა შენი გულისთვის მაგდენს?!
ვერ გავიგე, რად ვერ ხვდები, ვისა უყვარხარ ამდენს?!
ვისა უჭრის შენზე სიტყვა პოეტებზე მეტად?!
ვეღარ ხვდები ვის უყვარხარ სიცოცხლეზე მეტად?!
ეს სიტყვები შევაგროვე სულ სხვადასხვა ფერად
და გავბედე შენთან მოსვლა ამ სიტყვებთან ერთად.
ემზარ პაპავა
სიყვარული ყველგან ხარობს
სიყვარული ყველგან ხარობს,
ყველგან არის მისი სახლი:
სიცხეში და სიცივეში,
სიბნელე და სინათლეში.
მისი ძალა ყველგან წვდება
და ბინადრობს ჩვენს გულებში,
ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ,
ის დარჩება ჩვენს სულებში.
ემზარ პაპავა
სიყვარულის ფორმულები
ჩვენს სულებში სიყვარულის ფორმულები ბინადრობენ
და იმათი მიმართვები აზრს გულებსა მიანდობენ;
შენს თვალებში მოკაშკაშე ვარსკვლავები კიაფობენ
და ისინი მე თვალებით სიყვარულსა მიამბობენ.
ემზარ პაპავა
ჯიხვიში გუროჩილი ყანწი
ღვინით გოხვიხვინაფილი,
მუჭორე ინმოძიცანსუნი,
ღორონთიში ხვამილი.
ემზარ პაპავა
|