პარასკევი, 26.04.2024, 02:11მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

სამყაროს მდგომარეობის ფუნქცია
26.02.2013, 14:02

      როგორც  ვიცით,  სამყარო  მუდმივად  ცვალებადობის  პროცესშია,  ე.ი.  მისი  ცვალებადობა  t  დროზე  დამოკიდებული  ფუნქციაა.  სამყარო  უწყვეტად  განიცდის  ხან  კუმშვას,  ხან  გაფართოებას,  რადგან  ის  ცვალებადია.  ე.ი.  სამყაროს  ორ  წერტილს  შორის  მანძილი  დამოკიდებულია  დროზე.  მაშასადამე,  სამყაროში  გვაქვს  t  დროზე  დამოკიდებული  ცვალებადი  ტოპოლოგია.  ე.ი.  სამყაროს  ტოპოლოგია  t  დროზე  დამოკიდებული  ფუნქციაა.

        როგორც  ვხედავთ,  t  დროზე  დამოკიდებული  ორ  წერტილს  შორის  მანძილი  განსაზღვრავს  სამყაროს  მდგომარეობას,  რომლის  ფორმალური  მოდელია:

      F(t)=(A(t)^g(t) + B(t)^g(t) + C(t)^g(t))^(1/g(t)),

სადაც  A(t),B(t),C(t)  არის  წერტილის  კორდინატები  სამგანზომილებიან  სივრცეში.  სავარაუდოა,  რომ  g(t)  არის  ჰარმონიული  პერიოდული  ფუნქცია.

       ადვილი  შესამჩნევია,  რომ  F(t)  ფუნქცია  კლებულობს,  როცა  g(t)  იზრდება,  მაშასადამე  სამყარო  ამ  პერიოდში  კუმშვის  პროცესშია,  მიზიდულობის  ძალის  გავლენით.  მაგრამ  არსებობს  სამყაროს  პერიოდული  შეშფოთებები,  რომელიც  გამოწვეულია  სამყაროს  უკიდურესად  შეკუმშული  მასის  და  ენერგიის  (შავი  ხვრელის)  აფეთქებით.  აფეთქება  იმდენად  ძლიერია,  რომ  აფეთქების  მომენტიდან  სამყაროს  გაფართოება  იწყება  ხანგრძლივი  პერიოდით.  ამ  დროს  g(t)  კლებულობს  და  F(t)  იზრდება.

        არსებობს  შავი  ხვრელის  საპირისპირო  მდგომარეობა  თეთრი  არე,  რომელიც  სამყაროს  მასისა  და  ენერგიის  უკიდურესობამდე  გაფართოებით  მიიღება  და  ამასთან  ლოგიკურია  არსებობდეს  შავი  ხვრელის  აფეთქების  საპირისპირო  მოვლენა  თეთრი  არის  ჩაქრობა,  როგორც  უკიდურესობამდე  გაფართოებული  სამყაროს  გარდატეხის  მომენტი,  რომლის  შემდგომ  იწყება  უკიდურესობამდე  გაფართოებული  სამყაროს  კუმშვა.

      შავი  ხვრელის  აფეთქებიდან  თეთრი  არის  ჩაქრობამდე  გვაქვს  თეთრი  სამყარო,  ხოლო  თეთრი  არის  ჩაქრობიდან  შავი  ხვრელის  აფეთქებამდე  გვაქვს  შავი  სამყარო,  ამ  სიტყვების  პირდაპირი  მნიშვნელობით.  

      აფეთქების  ენერგია  დროთა  განმავლობაში  ბუნებრივია  მიილევა  და  ბუნებრივია  რომ  აფეთქებით  მიმოფანტული  სამყარო  კვლავ  იწყებს  შეკუმშვას,  მიზიდულობის  ენერგიის  გავლენით,  როგორც  ატომური  ბომბის  აფეთქების  შემდეგ,  სივრცეში  მიმოფანტული  ნამსხვრევები,  ისევ  უბრუნდებიან  დედამიწას.  ეს,  რა  თქმა  უნდა,  უხეში  შედარებაა.

        შეკუმშვის  პროცესი  გრძელდება  შავი  ხვრელის  აფეთქებამდე  და  აფეთქების  შემდეგ  გაფართოება  იწყება.  გაფართოების  პროცესი  გრძელდება  თეთრი  არის  ჩაქრობამდე,    და  ჩაქრობის  შემდეგ  ისევ  შეკუმშვა  იწყება  და  ასე  მეორდება  ეს  პროცესი  პერიოდულად.  გაფართოება  გამოწვეულია  აფეთქებით,  ხოლო  შეკუმშვა _ ჩაქრობით  და  მიზიდულობით.         

       როგორადაც  არ  უნდა  მოგეჩვენოთ,  როგორც  ვხედავთ,  სამყარო  საზოგადოდ  პერიოდულად  ჩაქრობის,  კუმშვის,  აფეთქების  და  გაფართოების  პროცესშია.                                      ჩვენ  ახლა  ვიმყოფებით  გაფართოების  პერიოდში  სამგანზომილებიან  სივრცეში  მფრინავი  დედამიწის  ზურგზე,  რომელიც  გამოტყორცნილი  იქნა  ბოლო  აფეთქებისას,  როგორც  ერთ-ერთი  ნამსხვრევი  იმ  უამრავ  ნამსხვრევთა  შორის,  რომლებიც  ამჟამად  გაფართოების  პერიოდში  მყოფ  თეთრ  სამყაროს  ადგენენ.  

     გინდ  დაიჯერეთ,  გინდ  არა,  ეს  ინფორმაცია,  სამყაროს  შავი  ხვრელის  აფეთქების  ტოლფასია.

     ასეთი  იდეების  დასამტკიცებლად  მსოფლიოში  ტრილიონები  იხარჯება,  მე  კი  მას,  როგორც  სამყაროს  სამკაულს,  უფასოდ  ვუძღვნი  კაცობრიობას.   

                ველი  კომენტარს

                                                    ემზარ  პაპავა 


კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 1339 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები