სამშაბათი, 23.04.2024, 19:20მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

სადავო საკითხი ინტელექტუალურ საკუთრებაზე
21.09.2013, 20:46
       x³+Y³=z²  დიოფანტეს განტოლების ყველა ამონახსნების პარამეტრული ფორმულა:
x=-3s^4+6t^2s^2+t^4,
y=3s^4+6t^2s^2-t^4,
z=6st(3s^4+t^4).
      საკითხი ეხება მოცემული დიოფანტეს განტოლების ამოხსნას, რომელიც დღეს-დღეობით ამოხსნილია, მაგრამ საკითხავია ვინ ამოხსნა პირველად და როდის.
      მე ეს კითხვა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ ინტერნეტში ფორუმზე დისკუსია მიმდინარეობდა თურმე 2013 წლის აპრილის თვეში მოცემული დიოფანტეს განტოლების ამონახსნებზე. დისკუსიაში ჩართული იყო საკმაოდ ცნობილი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიტანელი მაიკ ბენეთი (Mike Bennett), რომელმაც დისკუსიაში წარადგინა მოცემული დიოფანტეს განტოლების ამონახსნების პარამეტრული ფორმულა, მტკიცების გარეშე, ამასთან არ მიუთითებია არც ფორმულის ავტორი და არც მისი აღმოჩენის თარიღი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმულა მისი აღმოჩენილია და პირველად ქვეყნდება ინტერნეტში და მაშასადამე აღმოჩენის თარიღი ფიქსირდება გამოქვეყნების მომენტიდან.
      მაგრამ ეს ფაქტი ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან 2003 წელს მე ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე წერილი ამერიკის ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს დანიელ მოლდინს, რომელშიც განთავსებული იყო რამოდენიმე თეორემა, ჰიპოთეზა და ფორმულები, მათ შორის მოცემული სადავო დიოფანტეს განტოლების ამონახსნების ფორმულა დაუმტკიცებლად. გაგზავნილი წერილის ასლი დაფიქსირებული მაქვს მაგნიტურ დისკზე. მაქვს მიღებული საპასუხო წერილის ასლი პრინტერიდან ამობეჭდილი.
       მას შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და 2012 წლის მიწურულს გავაკეთე ჩემი ვებ-საიტი, სადაც დავიწყე განთავსება ჩემი ორიგინალური ნაშრომების, მათ შორის მოცემული დიოფანტეს განტოლების ამონახსნების ფორმულაც განვათავსე დამტკიცების გარეშე 2012 წლის დეკემბრის თვეში.
       ასე რომ ამ ფორმულის ავტორობაზე მე ვაცხადებ პრეტენზიას, რადგან ის მე მქონდა მიღებული 2003 წელს, რისი დამამტკიცებელი უტყუარი საბუთებიც გამაჩნია. თუ ეს ფორმულა 2003 წლამდე უკვე იყო ცნობილი, მაშინ მე საპრეტენზიო არაფერი გამაჩნია.
        პროფესორ მაიკ ბენეტს, ამ სადავო საკითხზე, მე გავუგზავნე ელექტრონული ფოსტით წერილი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.
        თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია ამ ფორმულის შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ განათავსოთ ის კომენტარების ველზე.
        ჩემი ნაშრომი ახლა დაახლოებით 2000 თაბახის ფურცლისაგან შედგება, რომელთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით ზრდის პროცესშია. მე არ ვიცი, თუ რამდენად შევძლებ ან მოვასწრებ მის განთავსებას ამ ვებ-საიტზე. ზოგჯერ მიზანი სიცოცხლეზე მეტია. ნეტავი იქაც თუ არის მათემატიკა?!...

                     ველი კომენტარებს
                     ემზარ პაპავა
კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 1178 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები