პარასკევი, 19.04.2024, 21:01მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

ორი პრობლემის ისტორიის სენსაციური მსგავსება
01.07.2014, 14:47

      აქ მოცემულია ლეგენდარული ფერმას უკანასკნელი თეორემის და პაპავას ახალი ჰიპოთეზის ისტორიების მოკლე მიმოხილვა.

      როგორც ვიცით, ფერმას უკანასკნელი თეორემა ჩამოყალიბდა საფრანგეთში მე-17 საუკუნეში, ხოლო ტანიამა-შიმურას ჰიპოთეზა _ იაპონიაში მე-20 საუკუნეში, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ელიფსური წირები მოდულარულია.

      კავშირი ფერმას უკანასკნელ თეორემასა და ტანიამა-შიმურას ჰიპოთეზას შორის პირველად ფრეიმ შენიშნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: თუ ტანიამა-შიმურას ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, მაშინ ფერმას უკანასკნელი თეორემაც ჭეშმარიტია, რაც ფრეიმ დაამტკიცა კიდეც და გერმანიაში კონფერენციაზე გაიტანა. მტკიცებაში ხარვეზი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ რიბეტმა და საბოლოოდ მაზურამ შეასწორა.

      ამის შემდეგ დარჩა დასამტკიცებელი მთავარი ტანიამა-შიმურას ჰიპოთეზა, რაც ინგლისელმა ენდრიუ უალსმა დაამტკიცა მე-20 საუკუნის მიწურულს და კემბრიჯში კონფერენციაზე გაიტანა. მტკიცებას ხარვეზი აღმოაჩნდა, მაგრამ წელიწადნახევრიანი დამღალავი მუშაობის შემდეგ ენდრი უალსმა და მისმა ყოფილმა ასპირანტმა ტეილორიმ ერთობლივი მუშაობით ხარვეზი შეასწორეს და საბოლოოდ დამტკიცდა ტანიამა-შიმურას ჰიპოთეზა და მაშასადამე ლეგენდარული ფერმას უკანასკნელი თეორემაც.

      მოგახსენებთ, რომ ფერმას უკანასკნელი თეორემა არის ერთ-ერთი კერძო ძალიან მარტივი შემთხვევა პაპავას ახალი ჰიპოთეზის, რაც რეალურად ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში. მას შემდეგ 1986 წელს მასერამ ინგლისში და ოსტერლემ საფრანგეთში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ჩამოაყალიბეს abc ჰიპოთეზა.

      ამის შემდეგ, ისევ იაპონელმა შინიჩი მიჩიზუკიმ 2011 წელს ინტერნეტში გამოაქვეყნა abc ჰიპოთეზის 512 გვერდიანი მტკიცება, რაც დღესაც აღიარებას უცდის. კავშირი abc ჰიპოთეზასა და პაპავას ახალ ჰიპოთეზას შორის მე (პაპავა) აღმოვაჩინე, რაც შემდეგში მდგომარეობს: თუ abc ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, მაშინ პაპავას ახალი ჰიპოთეზაც ჭეშმარიტია. სხვათაშორის abc ჰიპოთეზაც მაქვს დამტკიცებული მარტივად და ელეგანტურად, რომელიც აგრეთვე აღიარებას უცდის. ის ხარვეზებისაგან არ არის დაზღვეული, მაგრამ ისინი მსოფლიომ უნდა აღმოაჩინოს, თუ ისინი არსებობენ და იზრუნონ კიდეც მის აღმოფხვრაზე, თუ ისინი შესწორებადია.

      ასე, რომ ყველა დიდი პრობლემა ერთობლივი მუშაობით უნდა გადაწყდეს. 

                               გისურვებთ წარმატებებს!

                               ემზარ პაპავა

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 812 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები