ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:53მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

მივმართავ მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს
07.05.2013, 23:28

     მ    ი    მ    ა    რ    თ    ვ    ა 

      როგორც  ვხედავთ,  ჩემი  ვებსაიტი  ქართულ  ენოვანია,  რის  გამოც  მისი  ინტერნეტ  სივრცე  საქართველოთი  შემოიფარგლება,  რაც  საკმარისი  არ  არის  იმისათვის,  რომ  მსოფლიო  მნიშვნელობის  პრობლემები  განხილული  და  აღიარებული  იქნას.

      მოგახსენებთ,  რომ  ჩემ  ვებსაიტში  განთავსებულია  ათობით  ორიგინალური  ნაშრომები,  მათ  შორის  საპრიზო  პრობლემებიც  არის,  რომელთა  განხილვა  მოითხოვს  ამ  მიმართულებით  სპეციალიზირებულ  მათემატიკოსებს,  რომელთა  სინაკლებეა  საქართველოში,  რაც  ამ  ვებსაიტმა  უჩვენა.

      კიდევ  მეტსაც  გეტყვით,  საქართველო  კი  არა,  მსოფლიოს  მათემატიკოსთა  საზოგადოებაც  მზად  არ  აღმოჩნდა  იმისათვის,  რომ  განეხილა  იაპონელი  მათემატიკოსის  შინიჩი  მოტიძუკის  მიერ  გამოქვეყნებული  500  გვერდიანი  ნაშრომი  ,,abc  ჰიპოთეზის  მტკიცება",  რომელიც  10  თვეა  განთავსებულია  ინტერნეტში  და  დღესაც  არ  არის  აღიარებული,  მისი  სირთულის  გამო,  ხოლო  რაც  შეეხება  ჩემს  ნაშრომებს,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ისინი  შედარებით  მარტივად  არის  გაკეთებული,  საქართველოში  ამ  საკითხით  მაინც,  რატომღაც  არ  არიან  დაინტერესებული,  არადა  მე  ვეხები  მსოფლიოში  ყველაზე  პოპულარულ  თემებს,  ამიტომ  მე  მიმაჩნია,  რომ  აუცილებელია  ჩემი  საიტის  თარგმნა  ინგლისურ  ენაზე,  რათა  მას  გადახედოს  მსოფლიოს  მათემატიკოსებმა.

      ვებსაიტის  თარგმნა  ინგლისურ  ენაზე  მე  არ  შემიძლია,  ინგლისურის  არა  საკმარისად  ცოდნის  გამო  და  მისი  სიძვირის  გამო.  თუ  ვინმე  დამეხმარება  ამ  საკითხის  მოგვარებაში,  სიკეთედ  ჩაეთვლება  ღმერთის  წინაშე  და  სულ  მალე  ეს  სიკეთე  წინ  დახვდება.

       თუ  ეს  მიმართვა  უყურადღებოდ  დარჩა,  მაშინ  სხვა  რა  გზა  მაქვს,  ამ  ნაშრომებს  მთელი  ცხოვრება  შევწირე  და  არ  ვაპირებ  მისი  ისე  მიგდებას,  რადგან  ის  ჩემთვის  ყველაფერია.

                                             ემზარ  პაპავა


   

                             

                                

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 790 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები