ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:18მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

ქიმიასა და რიცხვთა თეორიას შორის ლოგიკური კავშირი
09.06.2014, 17:02

      საოცარი მოსაზრება, რომელიც რიცხვთა თეორიას ახალი პრობლემის წინაშე აყენებს.

      პირველ რიგში, თხრობას დავიწყებ იქიდან, რომ კავშირი ქიმიასა და რიცხვთა თეორიას შორის მრავალჯერ იქნა შენიშნული და დადასტურებული, მაგალითად ერთ-ერთი: დენ შეხტმანის კვაზი-კრისტალსა და ოქროს კვეთას შორის კავშირი.

      როგორც ვიცით, ნებისმიერი ნატურალური რიცხვის კანონიკური დაშლა მარტივ თანამამრავლებად გამოიყურება შემდეგი სახით: a=p1i1... pnin.  ამასთან ვთქვათ, რომ b=q1j1... qmjm და c=r1l1... rklk არის b და c-ს კანონიკური დაშლა მარტივ თანამამრავლებად. ვთქვათ ახლა, რომ a+b=c. ზოგადობის დაურღვევლად ვიგულისხმოთ, რომ (a,b)=1, მაშინ ცხადია, რომ (a,c)=1 და (b,c)=1. როგორც ვხედავთ, ჯამის მარტივი გამყოფები განსხვავდება შესაკრებთა მარტივი გამყოფებისაგან. 

      ახლა a, b და c-ს თუ წარმოვიდგენთ, როგორც ქიმიური ნივთიერებების განსხვავებულ მოლეკულებს, რომელთა შემადგენელი ატომებია შესაბამისად მათი მარტივი გამყოფები, მაშინ ლოგიკურია, რომ a+b=c წარმოვიდგინოთ, როგორც ბირთვული რეაქცია, სადაც a და b-ს ატომები იშლება და ვღებულობთ c-ს ახალ ატომებს.

      ამ ბუნებრივი ლოგიკიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მარტივი რიცხვები, ისევე როგორც ქიმიაში ატომები, იშლება უფრო მარტივი ნაწილებისაგან (რიცხვებისაგან).

      ეს იდეა მარტივად ჩანს შემდეგი მარტივი მაგალითიდან: 2+3=5.

      თუ ჩვენ მარტივ რიცხვებს დავშლით ისევე, როგორც ქიმიაში ატომები იშლება, მაშინ ამ თეორიის ტემპერატურაზე რიცხვთა თეორიაში და საერთოდ მათემატიკაში გლობალური დათბობა დაიწყება, რასაც მოყვება მრავალი დღემდე გაყინული პრობლემების ლღობა.

      ახლა დროებით ვწყვეტ თხრობას და ამ იდეით შეპყრობილი ვაგრძელებ ამ ფანტაზიის რეალობაში მოყვანას.

                          ემზარი პაპავა

                          ველი კომენტარებს.

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 914 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები