პარასკევი, 29.03.2024, 03:31მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

კომენტარების პასუხი
26.12.2012, 17:11

      უღრმესი  მადლობა  კომენტარებისათვის  ბატონ  სევერიან  წივწივაძეს  და  ბატონ  გურამ  მეგრელიშვილს.

       ბატონო  სევერიან,  თქვენი  პირველი  კომენტარი,  რომელიც  გამოიხატებოდა  ერთი  სიტყვით  ,,გენიალურია”,  დაწესებულ  ჯილდოზე  მეტს  ნიშნავდა  ჩემთვის,  რაც  მე  ვებ-გვერდიდან  შემთხვევით  წამეშალა,  მაგრამ  გულში  და  სულში  მაინც  მრჩება.  კიდევ  გიხდით  მადლობას  იმ  ბევრის  მომცველი  ერთი  სიტყვისათვის.  

        რაც  შეეხება  ბატონ  გურამის  კომენტარს,  ვპასუხობ:  ბატონო  გურამ,  ჩემი  მსოფლმხედველობა  თქვენი  ბოლო  კომენტარის  მიმართ,  შემდეგში  მდგომარეობს:  თქვენი  კომენტარიდან  გავიგე,  რომ  გენიალურ  იდეებს  არავითარი  კავშირი  არა  აქვს  მილიონებთან  და  ჯილდოებთან,  მეც  ასე  მასწავლიდნენ  80-იან  წლებში,  ,,ფული  ხელის  ჭუჭყიაო”,  მაგრამ  მე  ამ  იდეას  არც  მაშინ  ვეთანხმებოდი  და  არც  ახლა,  რამაც  ბევრი  მტერი  გამიჩინა  მაშინ  და  შორეულში  გადამისროლეს,  რითაც  აღმოვჩნდი  იუტაკა  ტანიამას  და  გორო  შიმურას  სამშობლოს  იაპონიის  სიახლოვეს,  საიდანაც  მე  მოვახერხე  გორო  შიმურასთან  არალეგალური  მიმოწერა,  ხოლო  როგორც  ვიცით,  იუტაკა  ტანიამამ  თვითმკვლელობით  დაამთავრა  სიცოცხლე,  მის  ჰიპოთეზასთან  მიმართებაში,  ასევე  მიყვა  მას  მისივე  ცოლი  მისაგო  სუზუკი.

       სამყაროს  გენიალური  კანონები  არსებობენ  ჩვენგან  დამოუკიდებლად,  მათ  ჩვენ  არ  ვჭირდებით,  მაგრამ  ჩვენ  გვჭირდება  ისინი,  ამიტომ  ვეძებთ  მას.

        გენიალური  იდეების  აღმოჩენას  გენიალური  ადამიანების  არსებობა  სჭირდება,  ხოლო  გენიალური  ადამიანების  არსებობას  მათი  სულიერი  და  მატერიალური  მოთხოვნილებების  დაკმაყოფილება  სჭირდება.

        გენიალური  იდეები  სულიერი  და  მატერიალური  მოთხოვნილებების  შედეგია.  სამყაროს  ნებისმიერი  მოვლენა  კომპლექსური  ობიექტია,  რომელიც  წარმოადგენს  ნამდვილი  და  წარმოსახვითი  ნაწილების  ჯამს.  ადამიანში  მატერიალურობა  და  სულიერება  ერთად  არსებობს,  სანამ  ის  ცოცხალია,  შემდგომში  მატერიალური  მიწას  უერთდება  და  სულიერი _ ზეცას.

         რიმანი  რომ  გაცოცხლდეს,  ის  პირველ  რიგში,  მის  ჰიპოთეზის  მდგომარეობას  იკითხავდა,  თუ  მოპასუხე  დახვდებოდა,  თუარადა  ისევ  არყოფნაში  დაბრუნდებოდა,  რადგან  ისინი  თურმე  იქ  ყოფილან  უდროოდ  დაკარგულთა  სიაში.  უდროოდ  სიტყვის  მიზეზი  გარემო  და  განწყობაში  უნდა  ვეძიოთ,  რომლებმაც  გამოიწვია  შედეგი.

         თქვენს  კომენტარში  პუანკარეს  ჰიპოთეზაზეც  არის  ლაპარაკი.  მოგახსენებთ  რომ,  სამყარო  უსასრულო  განზომილებიანია,  რომელშიც  მიმდევრობით  ჩადგმულია  სასრულო  განზომილებიანი  სივრცეები  ისე,  რომ  ყოველი  მომდევნო  წინასაგან  მიიღება  ახალი  მიმართულებით  მისი  უსასრულო  პარალელური  გადაადგილებისას  გავლილი  წერტილების  ერთობლიობით.

         ამ  გადმოსახედიდან  პუანკარეს  ჰიპოთეზა  ტრივიალურია  სამ  განზომილებიან  სივრცეში  და  არა  მარტო  სამ  განზომილებიან  სივრცეში,  მას  შემდეგ,  რაც  ორ  განზომილებიან  სივრცეში  ყველაფერი  ნათელია.

        კიდევ  მეტსაც  გეტყვით,  სამყაროს  ობიექტები,  დეფორმაციამდე  სიზუსტით,  ერთმანეთისაგან  განსხვავდებიან  მხოლოდ  გამჭოლი  ხვრელებით  და  ჩაკეტილი  ფუღუროებით,  ნებისმიერი  განზომილების  შემთხვევაში.

        ასე  რომ,  მადლობა  ყველა  იმათ,  ვინც  გენიალური  იდეების  მატარებლებს  ახალისებს  მატერიალური  და  სულიერი  გაგებით,  რადგან  ისინი  ქმნიან  გარემოს  და  განწყობას,  რომელიც  იწვევს  შედეგს.

        მე  ახლა  ფინანსური  შესაძლებლობა  რომ  მქონდეს,  პირველ  რიგში  საქართველოში  დავაფუძნებდი  მათემატიკის  მოყვარულთა  ცენტრს,  სადაც  პროფესიონალი  მათემატიკოსები  გავუზიარებდით  ერთმანეთს  ორიგინალურ  იდეებს,  რასაც  დარწმუნებული  ვარ,  მოყვებოდა  გენიალური  შედეგები,  რადგან  აქ  იმუშავებდა  პრინციპი:  ,,ძალა  ერთობაშია”.          მივმართავ  საქართველოს  მილიონერებს  და  მილიარდერებს,  თუ  ისინი  პატრიოტები  არიან,  დააფინანსონ  ეს  იდეა.  რადგან  21-ე  საუკუნეში  ერთადერთ  პრიორიტეტულ  ბიზნეს  ინდუსტრიად  ითვლება  მეცნიერების  განვითარება.  გპირდებით,  ამ  დარგში  ჩადებული  ინვესტიცია,  ათმაგად  დაგიბრუნდებათ.

               

              სიკეთე  და  ბედნიერება  ყველას!

              ყველას  გილოცავთ  შობა  ახალ  წელს!

       მადლობას  გიხდით,  რომ  წაიკითხეთ  ეს  ვებ-გვერდი  და  მინდა  გთხოვოთ,  რომ  გონება  ახალი  იდეების  წინაშე  გახსნილი  უნდა  იყოს.  მოდის  უამრავი  შესაძლებლობები,  რომლებიც  უამრავ  ადამიანს  დიდ  სიმდიდრეს  მოუტანს.              გისურვებთ  ბედნიერ  სიმდიდრეს _ ყველაზე  დაუფასებელ  სიმდიდრეს,  რასაც  ადამიანი  ფლობს!

                                                  ემზარ  პაპავა


 

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 925 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები