ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:05მოგესალმები სტუმარი | RSS
ემზარ პაპავას ოფიციალური ვებგვერდი ...პოეზია... ...მათემათიკა...
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მატემატიკა [364]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ფაილების კატალოგი


მთავარი » ფაილები » მათემატიკა » მატემატიკა

$ 1 000 000-იანი ათასწლეულის ამოცანები
24.12.2012, 21:09

           თითოეულზე  დაწესებულია  ჯილდო  თითო  $ 1 000 000  დოლარი.

1.  P  და  NP  კლასების  ტოლობა;

2.  ხოჯის  ჰიპოთეზა;

3.  პუანკარეს  ჰიპოთეზა;

4.  რიმანის  ჰიპოთეზა;

5.  იანგ-მილსის  კვანტური  თეორია;

6.  ნავე-სტოქსის  განტოლება;

7.  ბიორჩ _ სვინერტონ-დაიერის  ჰიპოთეზა.

      პუანკარეს  ჰიპოთეზა  დამტკიცებული  იქნა  2003  წელს,  პეტერბურგელი  გრეგორი  პერელმანის  მიერ,  რომელმაც  ფილდსის  ოქროს  მედალზე  და  $ 1 000 000  დოლარზე,  უარი  განაცხადა.  რაც  შეეხება  დანარჩენებს,  დამტკიცებას  უცდის.

         მოგახსენებთ  რომ,  მე  დაინტერესებული  ვარ,  ნატურალურ  რიცხვთა  სიმრავლეში  მარტივ  რიცხვთა  განაწილების  კანონით,  რომელიც  პირდაპირ  კავშირშია  რიმანის  ჰიპოთეზასთან.

         ჯილდოს  განაწესის  თანახმად,  რიმანის  ჰიპოთეზის  გარშემო  რაიმე  სერიოზული  ნაბიჯი  ჯილდოვდება  დაწესებული  ჯილდოს  ნაწილით,  რომელსაც  კომისია  გადაწყვეტს.  

         п(x)  არის  ყველა  იმ  მარტივ  რიცხვთა  რაოდენობა,  რომლებიც  x-ს  არ  აღემატება.  

Ç(s)  არის  რიმანის  ძეტა  ფუნქცია,  სადაც  s=б+it  კომპლექსური  რიცხვია.

Ç(s)=П(1-p^(-s))^(-1).                                                                 p

        ნამდვილი  ცვლადის  п(x)  ფუნქციასა  და  კომპლექსური  ცვლადის  Ç(s)  ფუნქციას  შორის  კავშირი,  უფრო  ზუსტად,       п(x)  ფუნქციის  კავშირი  Ç(s)  ფუნქციის  ნულების  განლაგებასთან,  პირველად  რიმანმა  შენიშნა.

         რიმანის  ჰიპოთეზა.  Ç(s)  ფუნქციის  ყველა  ნული,  მოთავსებული  ზოლში

0<=б<=1,  სადაც  t  ნებისმიერია,  იმყოფება  б=1/2  წრფეზე.

         რიმანს  ეკუთვნის  აგრეთვე  მითითება  ერთ  შესანიშნავ  იგივეობაზე,  რომელიც  п(x)  ფუნქციას  აკავშირებს  Ç(s)  ფუნქციის  ნულებთან.

         ამ  ფონზე,  ჩემი  შედეგების  მოკლე  მიმოხილვა

         მე  მაქვს  მიღებული  п(x)-ის  პირობითი  ფუნქცია,  ამასთან  მაქვს  п(x)-ის  განზოგადება,  სახელდობრ:  пk(x),  რითაც  მე  აღვნიშნე  იმ  k  გამყოფიან  რიცხვთა  რაოდენობა,  რომლებიც  არ  აღემატებიან  x-ს,  ამასთან  მაქვს  მიღებული  შემდეგი  დამოკიდებულება:  пn(x)=fn(п(x)).

п1(x)=1,  п2(x)=п(x),...

п1(x)+п2(x)+...+пk(x)+...=[x]=n.

        გამყოფთა  რაოდენობის  მიმართ,  ნატურალურ  რიცხვთა  სიმრავლე  არის  თანაუკვეთ  სიმრავლეთა  გაერთიანება.

         ჩემს  მიერ  მიღებული  ფორმულების  რთული  აგებულების  გამო,  ისინი  მე  აქ  განგებ  აღარ  მომყავს.

 

                                                  ემზარ  პაპავა

 

კატეგორია: მატემატიკა | დაამატა: papavaemzari
ნანახია: 27318 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 4.2/6
სულ კომენტარები: 5
5 ეკა  
0
ამ ბლოგს ვკითხულობ დიდი ინტერესით. ფილოლოგი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს მათემატიკა. ახლა ძალიან პროზაულ კითხვას დავსვამ და არ დამძრახოთ :) -
რაში მდგომარეობს პუანკარეს თეორიის დამტკიცების პრაქტიკული შედეგი. რა სარგებელია სამყაროსთვის? რატომ იყო ამ თეორიის დამტკიცენა მნიშვნელოვანი

4 papavaemzari  
0
ქალბატონო მაია, შეპირებისთვის დიდი მადლობა! თუ ამ საქმეში ინვესტირებას გაბედავთ, ჭკვიანურს იზამთ, რადგან ინტელექტ-ბიზნესი დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და სწრაფად განვითარებად ბიზნესად ითვლება.

3 ემზარ პაპავა  
0
კომენტარების პასუხი
26.12.2012, 17:11
უღრმესი მადლობა კომენტარებისათვის ბატონ სევერიან წივწივაძეს და ბატონ გურამ მეგრელიშვილს.

ბატონო სევერიან, თქვენი პირველი კომენტარი, რომელიც გამოიხატებოდა ერთი სიტყვით ,,გენიალურია”, დაწესებულ ჯილდოზე მეტს ნიშნავდა ჩემთვის, რაც მე ვებ-გვერდიდან შემთხვევით წამეშალა, მაგრამ გულში და სულში მაინც მრჩება. კიდევ გიხდით მადლობას იმ ბევრის მომცველი ერთი სიტყვისათვის.

რაც შეეხება ბატონ გურამის კომენტარს, ვპასუხობ: ბატონო გურამ, ჩემი მსოფლმხედველობა თქვენი ბოლო კომენტარის მიმართ, შემდეგში მდგომარეობს: თქვენი კომენტარიდან გავიგე, რომ გენიალურ იდეებს არავითარი კავშირი არა აქვს მილიონებთან და ჯილდოებთან, მეც ასე მასწავლიდნენ 80-იან წლებში, ,,ფული ხელის ჭუჭყიაო”, მაგრამ მე ამ იდეას არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც ახლა, რამაც ბევრი მტერი გამიჩინა მაშინ და შორეულში გადამისროლეს, რითაც აღმოვჩნდი იუტაკა ტანიამას და გორო შიმურას სამშობლოს იაპონიის სიახლოვეს, საიდანაც მე მოვახერხე გორო შიმურასთან არალეგალური მიმოწერა, ხოლო როგორც ვიცით, იუტაკა ტანიამამ თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, მის ჰიპოთეზასთან მიმართებაში, ასევე მიყვა მას მისივე ცოლი მისაგო სუზუკი.

სამყაროს გენიალური კანონები არსებობენ ჩვენგან დამოუკიდებლად, მათ ჩვენ არ ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისინი, ამიტომ ვეძებთ მას.

გენიალური იდეების აღმოჩენას გენიალური ადამიანების არსებობა სჭირდება, ხოლო გენიალური ადამიანების არსებობას მათი სულიერი და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სჭირდება.

გენიალური იდეები სულიერი და მატერიალური მოთხოვნილებების შედეგია. სამყაროს ნებისმიერი მოვლენა კომპლექსური ობიექტია, რომელიც წარმოადგენს ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილების ჯამს. ადამიანში მატერიალურობა და სულიერება ერთად არსებობს, სანამ ის ცოცხალია, შემდგომში მატერიალური მიწას უერთდება და სულიერი _ ზეცას.

რიმანი რომ გაცოცხლდეს, ის პირველ რიგში, მის ჰიპოთეზის მდგომარეობას იკითხავდა, თუ მოპასუხე დახვდებოდა, თუარადა ისევ არყოფნაში დაბრუნდებოდა, რადგან ისინი თურმე იქ ყოფილან უდროოდ დაკარგულთა სიაში. უდროოდ სიტყვის მიზეზი გარემო და განწყობაში უნდა ვეძიოთ, რომლებმაც გამოიწვია შედეგი.

თქვენს კომენტარში პუანკარეს ჰიპოთეზაზეც არის ლაპარაკი. მოგახსენებთ რომ, სამყარო უსასრულო განზომილებიანია, რომელშიც მიმდევრობით ჩადგმულია სასრულო განზომილებიანი სივრცეები ისე, რომ ყოველი მომდევნო წინასაგან მიიღება ახალი მიმართულებით მისი უსასრულო პარალელური გადაადგილებისას გავლილი წერტილების ერთობლიობით.

ამ გადმოსახედიდან პუანკარეს ჰიპოთეზა ტრივიალურია სამ განზომილებიან სივრცეში და არა მარტო სამ განზომილებიან სივრცეში, მას შემდეგ, რაც ორ განზომილებიან სივრცეში ყველაფერი ნათელია.

კიდევ მეტსაც გეტყვით, სამყაროს ობიექტები, დეფორმაციამდე სიზუსტით, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მხოლოდ გამჭოლი ხვრელებით და ჩაკეტილი ფუღუროებით, ნებისმიერი განზომილების შემთხვევაში.

ასე რომ, მადლობა ყველა იმათ, ვინც გენიალური იდეების მატარებლებს ახალისებს მატერიალური და სულიერი გაგებით, რადგან ისინი ქმნიან გარემოს და განწყობას, რომელიც იწვევს შედეგს.

მე ახლა ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონდეს, პირველ რიგში საქართველოში დავაფუძნებდი მათემატიკის მოყვარულთა ცენტრს, სადაც პროფესიონალი მათემატიკოსები გავუზიარებდით ერთმანეთს ორიგინალურ იდეებს, რასაც დარწმუნებული ვარ, მოყვებოდა გენიალური შედეგები, რადგან აქ იმუშავებდა პრინციპი: ,,ძალა ერთობაშია”. მივმართავ საქართველოს მილიონერებს და მილიარდერებს, თუ ისინი პატრიოტები არიან, დააფინანსონ ეს იდეა. რადგან 21-ე საუკუნეში ერთადერთ პრიორიტეტულ ბიზნეს ინდუსტრიად ითვლება მეცნიერების განვითარება. გპირდებით, ამ დარგში ჩადებული ინვესტიცია, ათმაგად დაგიბრუნდებათ.



სიკეთე და ბედნიერება ყველას!

ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს!

მადლობას გიხდით, რომ წაიკითხეთ ეს ვებ-გვერდი და მინდა გთხოვოთ, რომ გონება ახალი იდეების წინაშე გახსნილი უნდა იყოს. მოდის უამრავი შესაძლებლობები, რომლებიც უამრავ ადამიანს დიდ სიმდიდრეს მოუტანს. გისურვებთ ბედნიერ სიმდიდრეს _ ყველაზე დაუფასებელ სიმდიდრეს, რასაც ადამიანი ფლობს!

ემზარ პაპავა

2 maia nikolashvili  
0
თუ გინდატ ბატონო ემზარი მე მინდა დაგასპონსოროთ და მოგცეთ საშვალება გაითქვათ სახელი

1 გურამ მეგრელიშვილი  
0
100 საუკეთესო გენიოსი, evgeny perelman, nobel, puankare, გენიოსი, გრიგორი პერელმანი, ევგენი შეპინი, კლეა, მილიონი, ნობელის პრემია, პუანკარეს ჰიპოთეზა, სამყაროს ფორმულა, ფილდსის პრემია


ქ.პარიზში გაიხსნა საერთაშორისო მათემატიკური კონფერენცია. იდეაში მასზე რუს მეცნიერისთვის ქ.სანქტ–პეტერბურგიდან გრიგორი პერელმანისთვის უნდა მიენიჭებინათ ათასწლეულის პრემია მილიონი დოლარის ოდენობით, იმისათვის რომ რუსმა მეცნიერმა დაამტკიცა პუანკარეს თეორემა. მაგრამ…
…მაგრამ ამჯერადაც რუსი მეცნიერი არ დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას და პრემია ისევ(უკვე მერამდენედ) დარჩა გადაუცემელი ჩვენი დროის გენიოსისთვის.



თვითონ პუანკარეს თეორემის ფორმულირება მოხდა 1904 წელს, მას სხვანაირადაც უწოდებენ "სამყაროს ფორმულას". პუანკარე შეისწავლიდა გეომეტრიული ფიგურების საერთო თვისებებს, რომლებიც რჩებიან უცვლელი ორგანზომილებიან სივრცეში. ეს იყო დამტკიცებული ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. მაგრამ პუანკარემ ივარაუდა რომ გეომეტრიული ფიგურები ინარჩუნებენ თავის თვისებებს სამგანზომილებიან სივრცეშიც, რომელსაც მიეკუთვნება ჩვენი სამყაროც. ეს არის ჰიპოთეზის მთავარი იდეაც, რომლის დამტკიცებასაც ცდილობდნენ "კაცობრიობის საუკეთესო ტვინები" მთელი XX საუკუნე. ამ ჰიპოთეზის ამოხსნა კი 2002 წელს იპოვა რუსმა მეცნიერმა, მან აღწერა ობიექტების თვისებები სამგანზომილებიან სივრცეში.



4 წლის შემდეგ ცნობილმა ჟურნალმა "Science"–მა განაცხადა რომ, პუანკარეს თეორემის დამტკიცება არის "წლის გარღვევა" მეცნიერებაში, ხოლო რუს მეცნიერს მიანიჭეს ყველაზე პრესტიჟული "ფილდსის" პრემია("ნობელის" პრემიის მათემატიკური ანალოგი). ერთი წლის შემდეგ პერელმანი ისაკუთრებს ადგილს მსოფლიოს დღესდღეობით მოღვაწე 100 საუეთესო გენიოსის ათეულში(კერძოდ კი მე–9 ადგილი). საბოლოოდ ამა წლის მარტში "კლეას" მათემატიკურმა ინსტიტუტმა გადაწყვიტა მიენიჭებინა 1 მილიონი დოლარი პერელმანს პუანკარეს ჰიპოთეზის დამტკიცებისათვის.

"ზუსტად ამ ადამიანის გენიალობა უშლის მას ხელს აიღოს პრემია. მას მობეზრდა ხალხი, რომლებსაც არაფერი ესმით მის მიერ მიღებულ მათემატიკურ შედეგებში, და ამავე დროს არიგებენ პრემიებს" – თვლის ფიზიკა–მათემატიკის დოქტორი ევგენი შეპინი.

ჩემგან კი დავამატებდი: მოდით ვკითხოთ ჩვენ–ჩვენ თავებს, რამდენს შეგვიძლია უარი ვთქვათ ასეთ პრემიაზე რომ მიგვანიჭონ?!

პირადად მე ამ ადამიანმა თავისი საქციელით მაგალითი მომცა, და დამაფიქრა იმაზე რომ დიადი საქმეები სულაც არაა დაკავშირებული პრემიებთან და პრიზებთან!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საიტის მეგობრები